მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“
რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“

რობერტა მეცოლა: აშშ-თან სავაჭრო უთანხმოებების ფონზე ევროკავშირმა ისწავლა, რომ „დუმილი ზოგჯერ ოქროა“

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო დაპირისპირებების პირობებში ემოციური რეაგირების ნაცვლად სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მნიშვნელობა გაიაზრა. ინფორმაცია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მეცოლას თქმით, ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ორივე მხარისთვის კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირმა აშშ-თან ურთიერთობაში „მოსაწყენი პარტნიორის“ როლის შესრულება ისწავლა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ორ მხარეს შორის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებული უთანხმოებები გაღრმავდა.

მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი აღარ რეაგირებს ემოციურად ვაშინგტონიდან მომდინარე ყოველ საჯარო განცხადებაზე და უპირატესობას ანიჭებს სტაბილურ და გააზრებულ პოლიტიკას.

„ვისწავლეთ, რომ არ ვუპასუხოთ ემოციურად ყოველ საჯარო განცხადებას, არამედ დავეყრდნოთ იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ მოსაწყენობა კარგია და ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობაში სწორედ ეს როლი შევასრულოთ“, - განაცხადა მეცოლამ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისას სავაჭრო ტარიფები საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.

მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, ევროკავშირის წინასწარი მონაცემების თანახმად, გასულ წელს აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1.8 ტრილიონ ევროს მიაღწია.

მეცოლას შეფასებით, ტრანსატლანტიკური ეკონომიკური პარტნიორობა ორივე მხარისთვის კვლავ სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. მისი თქმით, ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში ახორციელებენ ინვესტიციებს, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესისთვის ევროპაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროგნოზირებად და სტაბილურ გარემოს.

„მნიშვნელოვანი გლობალური არასტაბილურობის პირობებში სწორედ ეს ორი მსხვილი ინდუსტრიული და სავაჭრო ბლოკი წარმოადგენს იმას, რაც უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ „მოგება ორივე მხარისთვის“ გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე მოდელი, სადაც ერთი მხარე იმარჯვებს, ხოლო მეორე მარცხდება.

მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოცდილებამ ევროპელებს მეტი თავდაჯერებულობა შესძინა და ევროკავშირის ინტერესების უფრო აქტიურად დაცვის შესაძლებლობა მისცა.

„მე ვამჯობინებდი ნულოვანი ტარიფების რეჟიმს, თუმცა რეალობა ისეთია, როგორიც არის“, – განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ