მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ.

„თურქმენეთის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქი თურქმენეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოდგენილი კულტურული პროგრამა დიდი ინტერესით მიიღო. საღამოზე შესრულდა როგორც პროფესიული, ისე ხალხური შემოქმედება. საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეები გრძელდება. ვფიქრობ, ქართველ და თურქმენ ხელოვანებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი საინტერესო თანამშრომლობა განხორციელდება”, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კულტურული პროგრამა მოიცავდა ლიტერატურულ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ თურქმენეთის სახალხო და დამსახურებული არტისტები, მუსიკოს-შემსრულებლები და ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი „მირასი“. რუსთაველის თეატრის ფოიეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თურქმენ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თურქმენეთის დელეგაციის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ომბუდსმენი რუსთაველის რეაბილიტაციისას აზბესტის ძველი მასალების შესაძლო აღმოჩენაზე მერიას რეკომენდაციას აძლევსBM.GE
  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი