მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, სუბიექტური მიზნებით დივიდენდების მისაღებად დაგეგმილი პიარსვლები თუ პირადი ამბიციები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია და ეს ზღვარი, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.

„დაიცავი ილიაუნის“ წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია, თუმცა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავინ უნდა სცადოს.

„საიდან დავიწყო, არ ვიცი, რადგან ყურება იმისა, თუ როგორ სპეკულირებენ კონკრეტული ჯგუფები ბავშვების დიაგნოზით, მათი შიშებისა და დაბნეულობის გამოყენებით, უმძიმესია. მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ ქმედება ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორიც კი. როდესაც ყველანაირი მორალური წინააღმდეგობის გარეშე, სხვისი ტკივილით პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობ, იქ მთავრდება ყველაფერი ადამიანური.

„დაიცავი ილიაუნის“ წევრების თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება - ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია, მაგრამ როგორ ან რატომ უნდა იკადრო და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადო.

გადავამოწმე ჯანდაცვის სამინისტროში და გავარკვიე, რომ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. ცოტა ხნის წინ კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატა. უფასოდ, სახელმწიფო აკეთებს ამას, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ სერვისს.

ანგრიშის ნომრები როდესაც გამოაქვეყნეთ, თანხის მიზნობრიობაზე გქონდათ თუ არა ნაფიქრი? ასევე, იცით თუ არა, რას აკეთებს ჯანდაცვის უწყება დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის? მოდით, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, წამალი უნდა მიეცეს ყველა ბავშვს, ოღონდ ამ წამლის ეფექტიანობა და უკუშედეგები უნდა იყოს მაქსიმალურად გამოკვლეული. ყალბი და პოპულისტური სლოგანებით პაციენტს ვერ უმკურნალებ, აი, ზიანის მიყენება კი ნამდვილად შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილად, როცა საქმე ჯანმრთელობას და მედიკამენტებს ეხება.

ახლა რაც შეეხება სამინისტროს პოლიტიკას და უფასო სერვისებს. სახელმწიფო დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აწვდის მულტიდისციპლინურ, სრულყოფილ სამედიცინო მეთვალყურეობას - ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს.

იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირების პროგრამა 100%-ით, ანუ სრულად, ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას, ჰოლტერ-მონიტორინგს, სპირომეტრიას, დენსიტომეტრიას, რენტგენსა და სხვადასხვა სპეციფიკურ ანალიზს.

დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად სრულად ფინანსდება ყველა სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც უშუალოდ ამ კონკრეტულ პროგრამაში არ შედის.

ამასთანავე, ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით, რაც ამ დაავადების მართვის პროცესში ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

სადაც მოზარდია, სადაც პაციენტია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს: მიზანმიმართულ მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს.

სპეკულირება ჯანმრთელობის თემით თავიდანვე წაგებული სვლაა. ასე რომ, პოლიტიკა და ჯანმრთელობა გამიჯნეთ ერთმანეთისგან და გაიაზრეთ, რომ ძალიან სახიფათო თემას შეეხეთ. ნუ ცდილობთ, თქვენს უიმედო პოლიტიკურ სივრცეში პაციენტების და ექიმების შეტყუებას - არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი