მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს
სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

„შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას, ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებასა და დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას. ამასთან, პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციაში, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი