მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში.

საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • "ლიბერთის" ყოფილი გენდირექტორი "რუსთავის ფოლადის" დირექტორი გახდაBM.GE
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა

იმედი

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს

იმედი

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა

იმედი