მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას
საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას

საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას

იმედი|imedinews.ge

„საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული სახელმწიფოს არსებობის წარმატებულ პერიოდებში ქვეყნის სიძლიერეს დიდწილად საკუთარი ეროვნული ინტერესების მკაფიო გააზრება და იმ ქვეყნებთან ურთიერთობების პრაგმატულად წარმართვა განსაზღვრავდა, რომლებთანაც საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ჰქონდა.

„ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მზად ვართ, ყველა სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მიდგომის თანამედროვე გაგრძელებაა დღევანდელი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანასწორი თანამშრომლობა წარმოადგენს.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც პოზიტიურად ფასდება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციის თანამედროვე პირობებთან ადაპტირება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას და ამავდროულად ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის ღია დარჩეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • ვლადიმირ პუტინმა საკუთარი დაცვის წევრთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გაზარდაBM.GE
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

იმედი

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები