მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა
შალვა პაპუაშვილი: აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი|imedinews.ge

აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში შედის, ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემის იდენტურია.

„როგორც იცით, თავის დროზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს მე ვთქვი, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან. ასე რომ დღეს, აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე და მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.

მეორე, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია. ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ ჩვენ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულთან. აქაც დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გადაწყვეტილება კონკრეტულ მედიასაშუალებებს, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს არის თემით სპეკულაცია.

მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ასეთი ღია და ხშირი კომუნიკაცია მედიასთან, როგორც საქართველოში.

პირველი კანონმდებლის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მედიასთან „ჰარდ თოლქის“ რეჟიმში იმყოფება.

„არ გავურბივართ არც ერთ შეკითხვას, არც ერთი მედიის მხრიდან. პარლამენტში მუშაობას აქვს თავისი წესები. ევროპარლამენტში კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტები არსებობს ჟურნალისტებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს გაცილებით ლოიალური ქცევის წესები აქვს, ვიდრე ევროპარლამენტს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი