მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში
შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში

იმედი|imedinews.ge

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს პროევროპულობის სიმბოლოდ იქცა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში. აღმოჩნდა, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს სიმბოლოდ იქცა პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების, ვინაიდან ეს პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, მოქმედებს დღესაც - „დაყავი და იბატონე“. ასე გვყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის, დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რომ მათ ამ ბულინგის შედეგად საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის სოცმედიაში. აი, ეს მოგვიტანა პროევროპულმა მიდგომებმა ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

თქვენ ნახეთ, რომ მაისში იყო, საია დამარცხდა სტრასბურგში სწორედ იმიტომ, რომ იცავდა სიძულვილის ენას. სტრასბურგმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. წარმოიდგინეთ, საია ვისი ფულით აკეთებდა ამას. ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას.

ეს თუ არ რცხვენიათ იმ ელჩებს, რომლებიც აფინანსებდნენ ამ ორგანიზაციას?! ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა, არამხოლოდ სიძულვილის ენის წახალისება, არამედ როდესაც ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა სიძულვილის ენას. ამაში დახარჯეს ევროკავშირის მოქალაქეების ფული. გადასახადების გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებასა და ნორმალიზებაში. ასე რომ აქაც დადასტურდა თუ ვის მხარეზე დგანან ხოლმე უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. კარგია, რომ სტრასბურგმა ამ საკითხს ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →მედია →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი