მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმედი|imedinews.ge

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ უჭერს პარლამენტი მხარს პარტია „საქართველოსთვის“ რეზოლუციის პროექტს, სადაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის დაგმობას ითხოვენ.

„იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი ფაქტობრივ გავლენაში გადასცა რუსეთს, ოკუპანტს, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ., არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა.

ჩორჩანას საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოძიების საკითხიც იყო და შეგიძლიათ დასკვნაშიც ნახოთ, რა როლი მიუძღვის გაქცეულ გიორგი გახარიას ამ საქმეში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე 2025 წლის ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წელს ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ და აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი