მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატზე: ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება - მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული
შალვა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატზე: ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება - მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული

იმედი|imedinews.ge

გვქონდა მოსაზრებების ძალიან ნაყოფიერი გაცვლა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან. მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის რაც ეხება ცვალებად მიზნებს, როდესაც ხან ერთი რამეა მიზანი, ამ სამიზნეს მიაღწევ და შემდეგ იცვლება, ემატება [მიზანი], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი (სადამფუძნებლო) კონფერენციის შესახებ მედიასთან.

მისი თქმით, იგეგმება, როგორ უნდა იმუშაოს აღნიშნულმა ფორმატმა.

„ასევე, ხანდახან [არის] სუბიექტური მიდგომები წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება. ის გამოწვევა, რაც ერთ ქვეყანას აქვს გაწევრიანების პროცესში, შეიძლება, მეორე ქვეყანას დღეს არ ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ დაუდგეს და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უმკლავდებიან ამგვარ გამოწვევებს.

რაც მთავარია, ერთმანეთს გავუზიარებთ ინტეგრაციის პროცესის - განსაკუთრებით საკანონმდებლო პროცესის სწორად დაგეგმვის პოზიტიურ გამოცდილებას.

ხვალ ორგანიზაციულ საკითხებზე გვექნება საუბარი, როგორ ვაპირებთ, რომ ამ ფორმატმა იმუშაოს, როგორ იქნება ტექნიკური საკითხები, ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრები, ინიციატივები. მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, შესთავაზა თუ არა საქართველომ მონაწილეებს, შემდეგი ღონისძიება საქართველოში ჩატარდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხები ხვალ დაიგეგმება.

„ვნახოთ, ხვალ გვექნება საუბარი, შემდეგ რა ტიპის ღონისძიებები ჩატარდეს, ასე რომ, საორგანიზაციო საკითხები ხვალ დაიგეგმება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი