მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის
შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის

იმედი|imedinews.ge

მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან, როდესაც ოჯახები, მეგობრები იკრიბებიან, პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ და შემდეგ მშვიდობას და საქართველოს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ასახავს უფსკრულს აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის.

„სინამდვილეში ამან გვაჩვენა და დასვა დიაგნოზი - რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის. ის კი არა, რომ არ იციან რა ეკონომიკური საზრუნავი, რა პოლიტიკური საზრუნავი, რა შიშები, რა ოცნებები აქვს ხალხს - არათუ ეს არ იციან, ელემენტარული საბაზისო საკითხები არ იციან და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ, მადლობა მას ამისთვის. მან ფაქტობრივად მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი.

რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, მთავარი პრობლემაა, რომ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდით, ეს არის კამათი არა იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი