მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველომ მეგობრად მიიღო, აღმოჩნდა, რომ ხელებს აფათურებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებით, უკანონო ფულის ხარჯვით, საქართველოს მეგობრობას უპასუხეს ზურგში დანის ჩარტყმით.

„მნიშვნელოვანია, რომ ის რეალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, იმასაც გულისხმობს, რომ უნდა გამოვიდეთ იმ ფანტაზიებიდან, რომ ვიღაცა ჩვენთვის თავს იკლავს და ჩვენზეა გადაყოლილი. ყველა მოქმედებს თავისი საკმაოდ პრაგმატული ინტერესებით, საკუთარი პოლიტიკური გავლენების განსახორციელებლად საქართველოში, ამისთვის იყენებს ყველა დაშვებულ და მათ შორის ბინძურ მეთოდებსაც, როგორიც არის მოქალაქეების გადაბირება და ა.შ. ამიტომ შესაბამისი რეაგირება ექნება.

სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ყველანაირი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რომ ყველა ეს შემთხვევა გამოვლინდეს. მამუკა მდინარაძის კომენტარიდან ალბათ მიხვდით, რომ არის სხვა შემთხვევები, რომლებზეც მიდის დაკვირვება, რომლებიც ცნობილია და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დარჩება შეუმჩნევლად საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →აქცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი