მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა

შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა

იმედი|imedinews.ge

ძალიან კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და სრულად მივესალმები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის პარლამენტში „ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტის დარეგისტრირება, რომელიც არასამთავრობო სექტორის დაფინანსების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს არასამთავრობო სექტორი გამოიყენება ქვეყნების სუვერენიტეტისთვის ძირის გამოსათხრელად და ჯაშუშური საქმიანობისთვის. მან გაიხსენა, რომ კონტრდაზვერვის ბოლო ოპერაციის შედეგად დაკავებული 2 პირი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით ახერხებდა ჯაშუშურ საქმიანობას.

„ამითაც პირდაპირ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი გამოიყენება ჯაშუშური საქმიანობისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და მივესალმები რუმინეთის ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, იმედი მაქვს, რომ რუმინეთი პასიური მაინც იქნება საქართველოსთან მიმართებით და ისე არ მოიქცევა, რომ ჩვენ მეორეხარისხოვან ქვეყნად ვიყოთ წარმოჩენილები, რომ რუმინეთს აქვს უფლება, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ფინანსების საჯაროობა მოითხოვოს, საქართველოს კი არა. ვიცით, რომ ყველა ერთი გენეტიკური არსებები ვართ - ადამიანები და ყველას თანასწორი უფლებები გვაქვს. ადამიანების გაერთიანებებს - ქვეყნებსაც თანასწორი უფლებები აქვთ. ეს არის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა. მანამდე სხვანაირად იყო, ევროპაშიც - ხალხების სეგრეგაცია ხდებოდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 300 ათასი ქართველი შეეწირა ევროპაში ფაშიზმთან ბრძოლას, რის შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდა.

„ვინც პატივს არ სცემს სუვერენიტეტსა და თანასწორობას, ექაჩება სამყაროს უკან, მეორე მსოფლიო ომამდელ მდგომარეობაში. ასე რომ, ვისაც უნდა წინ გაიხედოს, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს და რაც კარგია მათთვის, ის სავარაუდოდ კარგი იქნება საქართველოსთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოსა და რუმინეთში ანალოგიური კანონების მიმართ განსხვავებულ რეაქციაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის ენას ძვალი არ აქვს“. პაპუაშვილმა მათ რიტორიკას ყალბი უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი