
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემაზე: მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორად მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში
მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორად მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ეს ჯილდო „დაიმსახურა“.
„ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს. მან ნამდვილად დაიმსახურა მარკ პალმერის სახელობის ჯილდო. ეს ადამიანი გახლდათ აშშ-ის დიპლომატი, რომელიც გახლავთ ფერადი რევოლუციებისა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეოლოგი. სწორედ ის იყო, ვინც თავდაპირველად ამ იდეოლოგიის დამკვიდრება დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერის შედეგად, რომ ამერიკა უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მოეხდინა ინტერვენცია. ის არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორად მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს Freedom House-ი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს.
