მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე: როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო. ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას
შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე: როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო. ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას

იმედი|imedinews.ge

პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, რასაც ეს ორგანიზაციები არ აკეთებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ამ კომენტარით ის გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროსასამართლომ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.

პაპუაშვილის თქმით, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები და კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ.

„მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და არც სტრასბურგს შეუჩერებია. არც სტრასბურგმა, არც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება განხილვის პროცესში არ შეაჩერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონი. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც კანონმორჩილებაში იგულისხმება. ამიტომ მთავარი დასკვნა ეს უნდა გამოვიტანოთ, საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან ამ კანონდარღვევაში წახალისებულები. ვიცით, რომ ისინი არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში და მათი დამფინანსებლები დაფინანსებას კი არ უჩერებენ, ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონდარღვევას, რაც აღმაშფოთებელი ფაქტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საქმეზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →სასამართლო →სამართლებრივი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი