მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრაციაზე: ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების - საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით
შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრაციაზე: ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების - საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით

იმედი|imedinews.ge

თუ შევხედავთ უკანონო მიგრაციის გამოწვევებს საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოსთვის და ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იმატებს უკანონო მიგრაციის პრობლემა.

„სხვათა შორის, თუ შევხედავთ უკანონო მიგრაციის გამოწვევებს საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, იმიტომ, რომ ხდება მომხიბვლელი სხვა ქვეყნებისთვის, საიდანაც ცდილობენ ლეგალური თუ არალეგალური გზით საქართველომდე მოაღწიონ იმისთვის, რომ მიიღონ ის ეკონომიკური სიკეთეები, რომლებითაც შეუძლია, საქართველოში ისარგებლონ. ამიტომ ესეც ინდიკატორია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების. საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ იზრდება რისკები და ხიბლი იმისა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში არალეგალური გზებით, მათ შორის სხვადასხვა შეფასებით, 20 ათასამდე არალეგალი მიგრანტია დღეს საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სისტემურად უდგება ამ პრობლემას - უკანონო მიგრანტების გამოვლენას და ქვეყნიდან მათ გაძევებას. პარლამენტი, მთავრობასთან კონსულტაციით, მუდმივად აკვირდება, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებია კიდევ დამატებით საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სწორედ ეს პროცესია, რომ ჩვენ მივცეთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა ეფექტიანად შეძლონ ამ პრობლემის აღმოფხვრა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი