მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას ევროკავშირში, საქართველოსგან ნუ ქმნიან მტრის ხატს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით
შალვა პაპუაშვილი: უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას ევროკავშირში, საქართველოსგან ნუ ქმნიან მტრის ხატს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით

იმედი|imedinews.ge

ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინედ წაიკითხონ ეს წერილი და გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და გამოადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, თუ პაველ ჰერჩინსკიმ 9 მაისთან დაკავშირებით მისი წერილი ბრიუსელში გააგზავნა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა.

„ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი. ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს და უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება.

მე კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას ევროკავშირში, საქართველოსგან ნუ ქმნიან მტრის ხატს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით. ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როდესაც მთელი ქვეყნისგან ცდილობ, შექმნა მტრის ხატი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მისი წერილის ერთ-ერთი საკითხი ასევე იყო ევროპის დღის გამიჯვნა, ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან.

„ვთქვი, რომ სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან ევროპის დღის ხსენება იმ 300 ათასი ქართველის წვლილისა, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ ევროპა დღეს იყოს ისეთი, როგორიც არის - ფაშიზმისგან თავისუფალი.

არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და 300 ათასი ქართველი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე. მე უკვე ეჭვი მეპარება, რომ არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით - ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც ერთი მხრივ, არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც სხვადასხვა ხალხმა გაიღო და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს. როდესაც აღინიშნება რაღაც დღე, როდესაც ხარ სტუმარი, როდესაც შენი მასპინძელი იმ დღეს, 9 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 300 ათასი დაღუპული ქართველის ხსოვნას მიაგებს პატივს, როდესაც სტუმარი ასე იქცევი, რომ შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი ახსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში, როგორც უნდა იქცეოდეს სტუმარი სხვა ქვეყანაში.

ვფიქრობ, ეს აჩვენებს, იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩაანაცვლონ და ამით წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია სამამულო ო,თან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, თუკი ეს ასეა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის ევროპის დღე მიულოცა და ევროპული ფასეულობები შეახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა გასულ წელს დიპლომატის მიმართვას და იმედი გამოთქვა, რომ ამ 9 მაისს მაინც დაფასდებიან ის ქართველები, რომლებიც ფაშიზმისაგან თავისუფალ ევროპას შეეწირნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია“, რვა მაისი „ევროპული“; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ“, ან „ევროპულ“ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს

იმედი

შალვა პაპუაშვილი 9 მაისისა და ევროპის დღის შესახებ: ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხმა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებაზე: ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, ამ თავდასხმას სათანადო პასუხი სჭირდება და ამას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო