მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე
შალვა პაპუაშვილი: უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე

იმედი|imedinews.ge

უნდათ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ოპოზიციამ დამხობაზე უნდა იფიქროს. ასევე, სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 26 მაისს აქციის შემდეგ ხალხი აღარ უნდა დაიშალოს და ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს ოპოზიციას ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს.

„ამას [ხელისუფლების დამხობის მცდელობებს] ვუყურებთ უკვე 14 წელია. არ გვასვენებენ გარედან. სააკაშვილია ამის კარგი მაგალითი. არ გვასვენებენ და უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის გზას ასცდაო. შეგახსენებთ, ეს ის გზაა, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. გესმით, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის, როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში. ეს უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე. მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან არა სტანდარტების გამო, არამედ პოლიტიკური გემოვნების გამო და მთელი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც გვქონია, დავასრულოთ ასე „სახელოვნად“. ეს არის სწორედ, რისკენაც გვიბიძგებენ - არასახელოვანი წევრობა გვქონდეს ევროკავშირში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ