მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ზელენსკის ინიციატივა, რომ ასე დემონსტრაციულად შეხვედროდა ადამიანს, რომელიც თავად შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, აჩვენებს იმას, რომ მან შესაძლოა გადაიაზრა თავისი პოლიტიკის მცდარი მიმართულება
შალვა პაპუაშვილი: ზელენსკის ინიციატივა, რომ ასე დემონსტრაციულად შეხვედროდა ადამიანს, რომელიც თავად შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, აჩვენებს იმას, რომ მან შესაძლოა გადაიაზრა თავისი პოლიტიკის მცდარი მიმართულება

იმედი|imedinews.ge

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ათობით ათას ლტოლვილს იღებდა, როდესაც ასობით უკრაინელ ბავშვს უკრაინულ ენაზე სკოლებში კლასებს უქმნიდა, როდესაც ყველა რეზოლუციაში გვერდზე ედგა, ამის საპასუხოდ, როდესაც ხელისუფლება ასანქცირებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამას თუ უკრაინული ხელისუფლებისთვის მადლიერება ჰქვია, მაშინ ტერმინებში ვერ ვთანხმდებით, იმიტომ რომ ქართულად ამას მადლიერების არ გამოხატვა ჰქვია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - „არაერთხელ გაგიკრიტიკებიათ პერსონალურად ზელენსკი, ამ კრიტიკის შემდეგ და იმ განცხადებების შემდეგ, რომ უკრაინის ხელისუფლება ომში გვითრევდა, ახლა ეს საფრთხე აღარ არის?“.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა გადაიაზრა საკუთარი პოლიტიკის მცდარი მიმართულება, რადგან მან თავად გამოთქვა სურვილი შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავადვე დაასანქცირა.

„როდესაც შენი ქვეყნის მხარში მდგომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს უწესებ, ეს ყველაფერია, გარდა მადლიერების გამოხატვისა. ჩვენი თვალით ვნახეთ და მოვისმინეთ, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები დაეორგანიზებინა, უკრაინაში საომრად გაეშვა და ამით ღიად ჩართულიყო როგორც მხარე რუსეთ-უკრაინის ომში. ამას ქართულად ომში ჩათრევა ჰქვია, უკრაინულად რას ეძახიან არ ვიცი.

ის ინიციატივა, რომ ასე დემონსტრაციულად შეხვედროდა ადამიანს, რომელიც თავად შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, აჩვენებს იმას, რომ მან შესაძლოა გადაიაზრა თავისი პოლიტიკის მცდარი მიმართულება და ეს თუ ასეა, მე მხოლოდ მივესალმები. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ როდესაც ხარ მართალი, საბოლოო ჯამში ყველას უწევს ამ სიმართლის აღიარება.

4 წელია ვაკვირდებით საქართველოზე თავდასხმებს, სააკაშვილთან დაკავშირებით ცილისწამებებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, თითქოს სააკაშვილს ვინმე კლავს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავად სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის სამსახურმა შემოაგზავნა საქართველოში. ის, რომ ზურაბ ადეიშვილი სულ ახლახან უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად დაინიშნა - მთელი ქვეყანა გაკვირვებით შევყურებდით უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს. ერთადერთი, რაც „განსაბლოკი“ იყო, ეს არის თავად უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი