მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შიდა შემოსავლების მობილიზება და საგადასახადო რეფორმა იმ პირობების ჩამონათვალშია, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მისაღებად უნდა შეასრულოს
შიდა შემოსავლების მობილიზება და საგადასახადო რეფორმა იმ პირობების ჩამონათვალშია, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მისაღებად უნდა შეასრულოს

შიდა შემოსავლების მობილიზება და საგადასახადო რეფორმა იმ პირობების ჩამონათვალშია, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მისაღებად უნდა შეასრულოს

იმედი|imedinews.ge

მოთხოვნა საგადასახადო რეფორმის გატარებისა და უკრაინის ბიუჯეტის შიდა შემოსავლების მაქსიმალური მობილიზების შესახებ, შეტანილი იქნება იმ პირობების ჩამონათვალში, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშების მისაღებად უნდა შეასრულოს, თუმცა მისი ვადები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირი საგადასახადო რეფორმის გატარებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის მაკროფინანსური ნაწილის გამოყოფის ერთ-ერთ პირობად დააფიქსირებს.

„ჩვენ ამჟამად კვლავ ვიმყოფებით უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ძალიან აქტიურ ფაზაში იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მაკროფინანსური დახმარების პროგრამას“, - განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, ევროკომისარმა მათ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ საგადასახადო რეფორმა ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილია.

„შიდა შემოსავლების მობილიზება ამ მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილია, ისევე როგორც საგადასახადო რეფორმა, თუმცა ზუსტი პირობები და ელემენტები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია“, - დასძინა ევროკომისარმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ