მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს
სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს „მამედის“ თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. შპს „მამედი“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზს ანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში.

თვეების განმავლობაში შპს „მამედი“ არ ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს „მამედს“ 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ