მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო
სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

სპორტის მინისტრი „იბერია 1999-სა“ და „ლარნეს“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის“ III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა“ „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „იბერია 1999-ის“ მომდევნო მეტოქე „ევროპა ლიგის“ პლეიოფში პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება. „ევროპა ლიგის“ პლეიოფში თამაშის გარდა, ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

„მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ მუხრან შამათავასთან და საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ის“ პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაესწრო.

განმეორებით შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე ვახო ბედოშვილის გოლით გაიხსნა, საპასუხო გოლი კი ჩრდილოეთ ირლანდიელმა ჯეიმს სიმპსონმა 76-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულიშვილის გოლით „იბერია 1999-მა“ ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. საბოლოოდ, თამაში ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • თუ ვინმე თვლის, რომ არასწორად მოეხსნა სოციალური შემწეობა, უფლება აქვს გაასაჩივროს - ჯანდაცვის მინისტრიBM.GE
  • სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცარუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე ზეწოლის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად

იმედი

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

იმედი

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

ზუგდიდის მერი დავით კოდუა ანაკლიის ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა

იმედი

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

უკრაინელების მიმართ აგრესიის ზრდის ფონზე, ევროკომისია პოლონეთს ევროკავშირის პრინციპებზე მიუთითებს

იმედი