
ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა წინადადებები შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც რუსეთზე წნეხის გაზრდასა და ომის დასრულების დაჩქარებას ისახავს მიზნად.
ზელენსკის თქმით, მან უკრაინის მომლაპარაკებლების ჯგუფისგან ანგარიში მიიღო, კიევმა კი საკუთარი წინადადებები ვაშინგტონს უკვე გადასცა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის თავდაცვის, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეუძლია.
ამავდროულად, კიევი ვაშინგტონისგან ელის, რომ ის საკუთარ გავლენას რუსეთზე წნეხის გაზრდისთვის გამოიყენებს. ზელენსკის განცხადებით, ეს ნაბიჯები აუცილებელია მოსკოვის მიდგომების შესაცვლელად და ომის შემდგომი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge