მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტში სამი ქვეყნის გარდა, სხვა მოთამაშეებიც იკვეთებიან - რუსეთი და ჩინეთი. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინის ომის ფონზე, ანგარიშგასაწევი ძალაა ამერიკისთვის, ხოლო ჩინეთი არ გამორიცხავს ირანის დახმარებას.

„ამ შემთხვევაში აშშ-სთვის რუსეთი ანგარიშგასაწევია იმდენად, რამდენადაც ტრამპს სჭირდება მოლაპარაკება რუსეთთან, უკრაინის ომის დასასრულებლად. ხოლო ჩინეთმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ თუ ეს ომი გადავა უფრო სერიოზულ ფაზაში, მაშინ დაიკავებს ირანის მხარეს და, შესაძლოა, იარაღითაც მოამარაგოს“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ანალიტიკოსმა თქვა ისიც, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის საფუძველი ეკონომიკა და ციფრებია, გამონაკლისი არც ეს ომია.

„რაც შეეხება ამერიკა-ისრაელი-ირანის ომს, ამ ომის დასრულებას ჯერ ალბათ დრო დასჭირდება, მოლაპარაკება ასე მარტივად ვერ შედგება, რადგან აქ არ არის მხოლოდ 3 ქვეყნის ფაქტორი - ამერიკა, ისრაელი და ირანი. ჩვენ ვიცით, რომ ირანის უკან ღიად არა, მაგრამ შეფარვით, თუმცა არც დაუმალავთ თავიანთი პოზიციები - დგას რუსეთი და უზარმაზარი ჩინეთი. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აშშ-სთვის რუსეთი ანგარიშგასაწევია იმდენად, რამდენადაც ტრამპს სჭირდება მოლაპარაკება რუსეთთან, უკრაინის ომის დასასრულებლად. რუსეთის თანხმობის გარეშე ამას ვერ შეძლებს, რუსეთია აქ გადამწყვეტი ფაქტორი. რაც შეეხება ჩინეთს, ის რუსეთზე ბევრად უფრო ანგარიშგასაწევია. მან ღიად გააკეთა განცხადება, რომ თუ ეს ომი გადავა უფრო სერიოზულ ფაზაში, მაშინ ჩინეთი დაიკავებს ირანის მხარეს და, შესაძლოა, იარაღითაც კი მოამარაგოს. ჩვენ გვახსოვს ღამე, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაათენა: ტრამპი დაემუქრა ირანს, რომ გადაუვლიდა მთელ ქვეყანას. მაშინ ირანელმა ხალხმა შეძლო შიშველი ხელებით თავისი ქვეყნის გადარჩენა. მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა და ჩვენ გავიგეთ, რომ სწორედ ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან დიდი შუამავლის როლი - მან შეძლო საშიში დაპირისპირების თავიდან აცილება. ვნახოთ, როგორ გადაწყდება მათი მოლაპარაკება. ყოველთვის ვამბობთ და დღესაც ვიტყვი, რომ პოლიტიკის საფუძველია ეკონომიკა. სწორედ რომ ეკონომიკა, ციფრები, ვაჭრობა და ბიზნესი დგას პოლიტიკის მიღმა, ხოლო პოლიტიკა არის ამ ყველაფრის შეფუთვა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

იმედი

კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით

კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით

იმედი

მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები