მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში იგეგმება მასშტაბური ინვესტიცია, რათა განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში იგეგმება მასშტაბური ინვესტიცია, რათა განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურის, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას და ამ სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის პრეზენტაციის „ისტორიული განახლების“ შემდეგ.

„საქართველოს მთავრობისთვის სამივე მიმართულება პრიორიტეტულია და შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური და მსხვილი ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზისთვის ბოლო ერთი წელი იყო გარდამტეხი - განხორციელდა მასშტაბური ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ასამაღლებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. “

„ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხამ, ჯამურად, 230 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლებასთან დაკავშირებით მიიღო. 2026-2028 წლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა სრულად განახლდეს სავაგონო და სალოკომოტივო პარკი. ახალი სისტემებისა და გაციფრულების დანერგვით, ჩვენ შევძლებთ გავანახევროთ ქვეყნის გადაკვეთის დრო, გავხდეთ ბევრად უფრო ეფექტიანები და გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, სამგზავრო მიმართულების გაძლიერების ფარგლებში, საქართველო ორი წლის განმავლობაში 10 ახალ მატარებელს შეიძენს, წელს კი ხუთის განახლება იგეგმება, რაც თბილისი - ქუთაისისა და თბილისი – ახალციხის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნისა და მგზავრებისთვის კომფორტული მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობას შექმნის.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელზე, რომლის აღდგენაც 2027 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება, ასევე შეეხო რკინიგზის ძირითად მაგისტრალზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. თამარ იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს, დეკემბერში დასრულდა და საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გააორმაგა.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის განვითარებისათვის 10-წლიანი გეგმაა შემუშავებული, რომელიც დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, დაახლოებით 1,7 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს მიზნად ისახავს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, ეფექტიანი და სწრაფი რკინიგზა, რომელიც რეგიონში სანდო პარტნიორის სტატუსს განგვიმტკიცებს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • დენის მასშტაბური გათიშვა და უწყებების დუმილი: რატომ არის სუს-ის გამოძიება რისკიანი|ენერგეტიკოსის ანალიზიBM.GE
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება