მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა მუნიციპალური, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებებს უზრუნველყოფს
თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა მუნიციპალური, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებებს უზრუნველყოფს

თამთა მეგრელიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა მუნიციპალური, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებებს უზრუნველყოფს

იმედი|imedinews.ge

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის ეროვნული პროექტი რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების მოზიდვის გარდა უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკურ კვანძად ჩამოყალიბებას და მას აქცევს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით განხორციელებით სახელმწიფო შეინარჩუნებს სტრატეგიულ აქტივებზე საკუთრებასა და კონტროლს, ხოლო კერძო სექტორი ოპერირების ეფექტიანობასა და ინვესტიციებს უზრუნველყოფს.

„ლენდლორდის“ მოდელი მსოფლიოს მრავალ მსხვილ პორტში გამოიყენება.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ნიდერლანდების როტერდამის პორტი, სადაც საპორტო ადმინისტრაცია ფლობს მიწასა და ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ტერმინალებს საერთაშორისო კერძო ოპერატორები მართავენ.

ანალოგიური სისტემა მოქმედებს ბელგიის ანტვერპენის პორტში, სადაც საჯარო სექტორი ინარჩუნებს სტრატეგიულ კონტროლს, ხოლო სატვირთო ოპერაციებს კერძო კომპანიები ახორციელებენ.

მსგავსი მოდელით მუშაობენ ასევე სინგაპურის პორტი, აშშ-ის ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და ლოს-ანჯელესის პორტები. „ლენდლორდის“ სისტემა გამოიყენება გერმანიის ჰამბურგის, ლატვიის რიგის, რუმინეთის კონსტანცისა და პოლონეთის გდანსკის პორტებშიც.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ლენდლორდის მოდელით ნავსადგურის ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების გარდა მუნიციპალური, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებებს უზრუნველყოფს.

ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციები ანუ პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება, ანაკლიის პორტს საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად აქცევს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ეროვნული პროექტი, რომლის მფლობელიც საქართველოს სახელმწიფო იქნება (წილები არ გაიყიდება) ანუ პორტი იქნება სრულად ქართული.

საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში და პირველი გემის მიღება 2029 წელს იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია რომელიც გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და ეკონომიკური თვალსაზრისით ქართული სახელმწიფოსთვის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების ახალ მოდელს შექმნის“, წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი