მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა. პროგრამაში იყო ჯუზეპე ვერდის რეკვიემი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„დღევანდელი საღამო ემოციებით იყო სავსე. წარმატებას ვულოცავ ყველა მონაწილეს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. ღირსეულად წარადგინეს პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება”, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. მათში ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები მონაწილეობენ.

პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე არიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება - მინისტრიBM.GE
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ