მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს. სამიტზე დასწრების მსურველებმა და მედიის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - https://tbilisifinancesummit.gftn.co/register

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ასევე ფინტექ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები.

ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. სამიტის მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი, საქართველო, როგორც ფინანსური ინოვაციების რეგიონალური პლატფორმა და სხვა.

თბილისის ფინანსურ სამიტზე ასევე დაგეგმილია ჰაკათონის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განხორციელებას.

სამიტზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება - მინისტრიBM.GE
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს

იმედი

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა

იმედი

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ