მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

იმედი|imedinews.ge

ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წულუკიანს უსამართლოდ მიაჩნია, როცა მას და მის თანაგუნდელებს „ნაცებს“, „მონებს“ უწოდებენ და ხაზს უსვამს, რომ თავად და მისი გუნდის წევრები წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდნენ „ნაცების“ წინააღმდეგ, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი მაშინ საერთოდ არ ჩანდა.

„ძალიან მტკივნეულად განვიცდი არა იმას, რომ თქვენ ჩემნაირ ადამიანებს, ბატონო გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის ეს შენიშვნა პირველ რიგში და ჩემდა დიდად სამწუხაროდ ქალბატონ სოფოსაც, რომელსაც მე მინდა მაინც ვთქვა, რომ დიდ პატივს ვცემ იმიტომ, რომ ის მართლაც არის ნაბრძოლი ადამიანი, მაგრამ როგორც ირაკლი კვირიკაძის ფილმშია ნათქვამი, როგორ მოხვდი მანდაო, აი, ეს კითხვა სულ მაწუხებს. ესე იგი, ბატონო გიორგი, თქვენ ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით. მე არ მახსოვხართ და არ მგონია, რომ ამნეზია მჭირს. თორემ ურნასთან თუ იბრძოდით, ამომრჩეველი იქ ძალიან დიდ როლს თამაშობდა და კი ბატონო, მაგრამ ხელს როცა აიქნევთ და იტყვით, რომ მე ვიბრძოდი… თქვენ იბრძოდით და მე მეძინა, თუ როგორ იყო საქმე? თუ რა ხდებოდა საერთოდ. თუ გრეტა წიწავაა ნაციონალი, დალეწილი ჰქონდა მხარი, იბრძოდა ხმალამოღებული, თუ რომელი, ვინ არის ნაციონალი. 2012-იანელები ბევრი არიან ამ დარბაზში და არაერთი არ არის ამ დარბაზში, მაგრამ კი არ გარდაცვლილან“, - აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →წევრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ