მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით, ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ
თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით, ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ

იმედი|imedinews.ge

მე თქვენ გეტყვით, რომ სიცრუეა ის, რომ თქვენ ვინმეს როდისმე ებრძოდით, თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით. რომელი ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენლის, გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ „სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა“.

თეა წულუკიანმა გოტა ჭანტურიას ასევე უთხრა, რომ ოპონენტად ვერ აღიქვამს, რადგან ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ბრმა იარაღი.

„თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სად ხართ, რას საუბრობთ და მინდა მითხრათ, როდესაც ახსენებთ ირინა ენუქიძეს და სანდრო გირგვლიანს, მაშინ, როდესაც ამ ქალბატონს არაადამიანურად უჭირდა და მთელს სისტემას ერთი ქალი ებრძოდა, თქვენ მის დასახმარებლად რა გააკეთეთ? თქვენ და ის სამოქალაქო მოძრაობა ვერასდროს ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ სწორედ იმ სისუსტის გამო, რომელიც თქვენ წარმოაჩინეთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მან უკრაინაში ომის დაწყების პერიოდში საქართველოსთვის წაყენებული მოთხოვნების შესახებაც ისაუბრა.

„უნდა მოისმინოთ და დაიჯეროთ ფაქტები, როდესაც თქვენ დაიჯერებთ რეალობას, მერე ჩვენთან ბრძოლა გაგიადვილდებათ. დიახ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, იყო მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნისა. როდესაც ამაზე მაშინდელი მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და მაშინდელი პარლამენტის ლიდერების მხრიდან უარი მიიღეს, არ მოისვენეს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, რაზეც მოიტყუეს, რომ არ ყოფილან. ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს ქართველი ერის გაწირვა და ომში ჩართვა და სწორედ ამაზე უპასუხა მან ძალიან მკაცრად, რომ ეს ვერ მოხდებოდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის უარის შემდეგ ის გახდა მთავარი მტერი იმ ძალების, რომელიც ჩაირთო მის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მან არ გაწირა ქართველი ერი.

„კაცი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ბრმა იარაღი, გარედან დაფინანსებული, თვითონაც ვერ გაუგია რა უნდა, ამბობს რაღაც გაუაზრებელ ფრაზებს და ჰგონია, რომ რაღაცა ტიპის თანამედროვე ფსევდო ჩე გევარა შეცვლის „ქართულ ოცნებას“. თქვენნაირები „ქართულ ოცნებას“ ვერ შეცვლიან და მიტომ გვაქვს მე და ბატონ ლევანს რაღაც ტიპის სასჯელი, რომ ისევ ვართ ხელისუფლებაში.

როდესაც თქვენ აღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერი არ გაწირა, „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობა შეინარჩუნა ამ ქვეყანაში, უკვე გახდებით კომპეტენტური მოწინააღმდეგე და შეიძლება ცოტა ხანში საშიშიც, მაგრამ ეს უნდა აღიაროთ ჯერ“, - უპასუხა წულუკიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ