მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა
The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა

The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა

იმედი|imedinews.ge

ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს „მემარცხენე ექსტრემისტების“, მათ შორის „რადიკალური პრო-ტრანსგენდერული“ ჯგუფების აღმოფხვრას.

სტრატეგია ასევე მოიცავს ამერიკის კონტინენტზე მოქმედი ნარკოკარტელების მოქცევას ანტიტერორისტული ძალისხმევის ცენტრში.

თუმცა, სტრატეგიის ყველაზე მკაცრი ნაწილი ევროპას ეხება.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მტრულად განწყობილი ორგანიზებული დაჯგუფებები ბოროტად იყენებენ ღია საზღვრებსა და თანმდევ გლობალისტურ იდეებს. ამ უცხო კულტურების ექსპანსია და ევროპული კურსის უცვლელობა ტერორიზმის ზრდის გარანტიაა“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

„როგორც დასავლური კულტურისა და ფასეულობების აკვანმა, ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს და საკუთარი ნებით დაწყებული დაცემა შეაჩეროს“, - ნათქვამია სტრატეგიაში, რომელსაც კონტრტერორიზმის კოორდინატორი სებასტიან გორკა ხელმძღვანელობდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული ქვეყნები აშშ-ის „უმთავრეს და გრძელვადიან ანტიტერორისტულ პარტნიორებად“ რჩებიან, თუმცა იქვე ხაზგასმულია: „მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, როდესაც ევროპა ძლიერია, მაგრამ ევროპა დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას - იგი ერთდროულად არის ტერორიზმის სამიზნეც და ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორიც“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →ბრძოლის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი