მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ტრამპის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების გათავისუფლებამ შუალედური არჩევნების წინ შესაძლო „ქაოსის“ შესახებ შიში გააღვივა
The Guardian: ტრამპის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების გათავისუფლებამ შუალედური არჩევნების წინ შესაძლო „ქაოსის“ შესახებ შიში გააღვივა

The Guardian: ტრამპის მიერ საარჩევნო კომისიის წევრების გათავისუფლებამ შუალედური არჩევნების წინ შესაძლო „ქაოსის“ შესახებ შიში გააღვივა

იმედი|imedinews.ge

შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, დონალდ ტრამპმა დაითხოვა დამოუკიდებელი ფედერალური კომისიის დარჩენილი წევრები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციებს საქმიანობაში ეხმარებოდნენ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

ოთხწევრიანი ორპარტიული კომისიის დარჩენილი სამი წევრი ხუთშაბათს სხვადასხვა გზით აიძულეს, თანამდებობები დაეტოვებინათ - ერთადერთი „რესპუბლიკელი“ წევრი გადადგა, ხოლო დანარჩენ ორ „დემოკრატ“ წევრს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება თეთრი სახლის პერსონალის მართვის ოფისიდან ელექტრონული ფოსტით მიუვიდათ.

როგორც სააგენტო Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, ელექტრონულ წერილში ნათქვამია: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით გაცნობებთ, რომ არჩევნების ხელშემწყობი კომისიის წევრის პოზიციიდან თავისუფლდებით დაუყოვნებლივ. მადლობა გაწეული სამსახურისთვის“.

კომისიის ვებგვერდის თანახმად, „არჩევნების ხელშემწყობი კომისია“ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრირების საკითხებში ინფორმაციის ეროვნულ ცენტრს. ეს საკადრო ცვლილებები მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების აქტიურ მოწოდებებს, გადაიხედოს ფოსტით ხმის მიცემის წესები და გაგრძელდეს 2020 წლის არჩევნების შედეგების მოკვლევა, რომელშიც ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.

„ეს არის უპასუხისმგებლო და სახიფათო ნაბიჯი, რადგან ამ ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ქაოსი გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე საარჩევნო ოფიციალური პირების საქმიანობაში“, - განაცხადა არიზონას შტატის სახელმწიფო მდივანმა, ადრიან ფონტესმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. „ეს ქმედება ძირს უთხრის არაპარტიული საარჩევნო ადმინისტრირების მთლიანობასა და სანდოობას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • ტრამპმა კანადას ტარიფები გაუზარდაBM.GE
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი