მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ
The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ

The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა და ირანმა მიაღწიეს „პრინციპულ შეთანხმებას“, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ითვალისწინებს, - წერს The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა სახის კონტროლს შეინარჩუნებს ირანი სრუტეზე. ამავდროულად, ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, რომლის ციტირებასაც ირანული სააგენტოები ახდენენ, განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკას სრუტის მართვის „კანონიერი უფლება“ აქვს.

ერთი დღით ადრე ირანის სამმა მაღალჩინოსანმა The New York Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანი დათანხმდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სრუტეში ნაოსნობის განახლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, მათი თქმით, აშშ მოხსნის ირანის პორტების სამხედრო-საზღვაო ბლოკადას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა მიმართულებით, ლიბანის ჩათვლით, დასძინეს წყაროებმა.

თავად ტრამპმა კვირას, 24 მაისს, სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თუ ის ირანთან გარიგებას დადებს, „ეს იქნება კარგი და სწორი გარიგება“ და არა ისეთი, „როგორიც ობამას დროს იყო“. „ჩვენი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა. თუმცა ის ჯერ არავის უნახავს და არავინ იცის, რას წარმოადგენს. ის ბოლომდე შეთანხმებულიც კი არ არის“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღესვე Reuters-მა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ტანკერებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება დაიწყეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ