მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თინათინ რუხაძე ლევილის მამულის რეაბილიტაციაზე: საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ - ყველა ეს სივრცე მოხმარდება იმას, რომ საქართველოს კულტურა და ქართული ისტორია, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოს აქ - შუაგულ ევროპაში
თინათინ რუხაძე ლევილის მამულის რეაბილიტაციაზე: საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ - ყველა ეს სივრცე მოხმარდება იმას, რომ საქართველოს კულტურა და ქართული ისტორია, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოს აქ - შუაგულ ევროპაში

იმედი|imedinews.ge

დღეს ჩვენ პრაქტიკულად, საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ. ვემზადებით მუზეოგრაფიის მოსაწყობად, ბიბლიოთეკის აღსაჭურვად, ოდის მოსაწყობად, საბოლოო კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი. აქაურობა უნდა იყოს მოვლილი, დაფასებული და ცოცხალი, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ლევილის მამულის რეაბილიტაციის შესახებ „იმედის კვირასთან“.

მან ლევილის მამულის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ვისაუბრეთ, რომ ლევილში შეიძლება, სხვადასხვა არტრეზიდენცია გაიმართოს და ყველა ეს სივრცე მოხმარდება ზუსტად იმას, რომ საქართველოს კულტურა და ქართული ისტორია, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოს აქ - შუაგულ ევროპაში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

მუზეუმთან დაკავშირებით კი, რომელიც ლევილის სასახლეში უნდა განთავსდეს, თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ მუზეუმის ძირითადი შინაარსის განმსაზღვრელი ეროვნული მუზეუმია.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული მუზეუმი ამ პროექტის მუზეოგრაფიასაც ისე გააკეთებს, როგორც სხვა მუზეუმებს საქართველოში, რომლებსაც მთელი მსოფლიოს აღიარება აქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი