მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი
თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი

თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და პროდუქტი კვლავ ძვირია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა, შეუძლებელია, რომ შედეგი დადგეს მომენტალურად, რადგან ეს არის პროცესი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვეს ყველა რგოლი.

თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალების ნარატივს მდარე უწოდა.

„თუ გავიხსენებ პროცესის დასაწყისს, იმთავითვე ცხადი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია ფაქტობრივად იმთავითვე იქცა ამ თემის ოპონენტად. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი დადგნენ მაღალი ფასების შენარჩუნების მხარეს. ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყო ბრიყვული ნაბიჯი მათი მხრიდან იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. თუკი არის რეალური შანსი იმისა, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ჩვენს თანამოქალაქეებს უფრო მეტად შევუქმნათ ეკონომიკური კეთილდღეობა, დავწიოთ კონკრეტულ პროდუქციაზე ფასები, როგორ შეიძლება, რომ ამ თემას, რომელიმე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი დაუპირისპირდეს?! მაგრამ მათ ესეც მოახერხეს. გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ისინი კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას წარმოაჩენენ განგებ დრამატულად, რომ თითქოსდა არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით.

ასე რომ მათი ეს აჟიოტაჟი, მათი ეს მდარე დონის სპეკულაციები სჯობს, რომ თავისთვის შეინახონ და ნუ ცდილობენ იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც პროდუქტებზე ფასის შესამცირებლად რეკომენდაციებსაც მოიცავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი