
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომი მალე დასრულდება
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „სწრაფად დასრულდება“.
„როდესაც ხედავთ, რა ხდება, უნდა იცოდეთ, რომ ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვაკეთებთ: ჩვენ არ შეგვიძლია მათ [ირანს] ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ვფიქრობ, ხალხის უმეტესობას ეს ესმის. მათ ესმით, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორია და ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდება“, - დასძინა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge