მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა
ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა

ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

სანქციები მოიცავს აგენტებს, ხელისუფლების წევრებს ან კუბის მთავრობის მატერიალურ მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან და მათ, ვინც სამთავრობო კორუფციაში და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან თანამონაწილეები.

ამასთან, ახალი სანქციები გლობალურ საბანკო სისტემაზე კუბის წვდომას შეზღუდავს და შეეხება ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც კუბის რეჟიმთან კავშირების გამო აქამდე სანქცირებულებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.

განკარგულების მიხედვით, სანქციები, შესაძლოა, ეხებოდეს „ნებისმიერ უცხოელ პიროვნებას“, რომელიც მოქმედებს „კუბის ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული მომარაგების, ლითონებისა და სამთო მრეწველობის, ფინანსური სერვისების, ან უსაფრთხოების სექტორში, ანდა კუბის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა სექტორში“.

განკარგულების ფარგლებში აშშ-ის მთავრობას შეუძლია სანქციები დაუწესოს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებსაც „განუხორციელებიათ ან ხელი შეუწყვიათ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის“, მათ ვისაც კუბის მთავრობასთან კავშირები აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →სანქციების →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ