მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში
ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც პრეზიდენტს ოფიციალური წერილით უკვე აცნობა.

„ღრმად მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს“, - აღნიშნავს გაბარდი მიმართვის დასაწყისში.

მისი გადაწყვეტილებით, გადადგომა ძალაში 2026 წლის 30 ივნისიდან შევა, რაც სრულიად პირად და მძიმე ოჯახურ მიზეზს უკავშირდება.

გაბარდი წერილში საზოგადოებას უზიარებს, რომ მის მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას მომავალ კვირებსა და თვეებში უდიდესი გამოწვევების გადალახვა მოუწევს.

„სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში 2026 წლის 30 ივნისიდან შევა. ჩემს მეუღლეს, აბრაამს, ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მომავალ კვირებსა და თვეებში მას უდიდესი გამოწვევების გადალახვა მოუწევს. ამ ეტაპზე მე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში“, - აცხადებს დაზვერვის ხელმძღვანელი.

იგი იხსენებს მეუღლის თანადგომას მათი 11-წლიანი ქორწინების განმავლობაში, დაწყებული აღმოსავლეთ აფრიკაში ერთობლივი სპეციალური ოპერაციების მისიაში მისი დისლოკაციით, დასრულებული მრავალი პოლიტიკური კამპანიითა თუ ამჟამინდელი საპასუხისმგებლო პოსტით.

„მისი ძალა და სიყვარული მამხნევებდა ყოველი გამოწვევის დროს. მე არ შემიძლია სუფთა სინდისით ვთხოვო მას, რომ მარტო შეხვდეს ამ ბრძოლას, სანამ მე ამ მომთხოვნ და შრომატევად პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას“, - განმარტავს გაბარდი.

გაბარდი ხაზს უსვამს უწყების მიღწევებს და აღნიშნავს, რომ მათ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - წინ წაწიეს უპრეცედენტო გამჭვირვალობა და აღადგინეს მთლიანობა სადაზვერვო საზოგადოებაში“.

ამასთანავე, გაბარდი მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალი კვირების განმავლობაში უზრუნველყოს საქმეების საფუძვლიანი გადაბარება, რათა პრეზიდენტის გუნდმა არანაირი შეფერხება არ იგრძნოს.

წერილის დასასრულს ტულსი გაბარდი მადლობას უხდის პრეზიდენტს ამ რთულ პერიოდში გაგებისთვის: „სამუდამოდ მადლობელი დავრჩები თქვენი და ამერიკელი ხალხის წინაშე იმ უდიდესი პატივისთვის, რასაც ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა ჰქვია“.

TWITTER POST
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →ბრძოლის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი