მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინამ მოსკოვს ასობით დრონით შეუტია
უკრაინამ მოსკოვს ასობით დრონით შეუტია

უკრაინამ მოსკოვს ასობით დრონით შეუტია

იმედი|imedinews.ge

20 ივლისის ღამეს უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქს თავს დაესხნენ. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის მონაცემებით, საღამოდან მოყოლებული მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, რომელთა უმეტესობა შორ მანძილზე იყო განეიტრალებული, მოსკოვთან მიახლოებისას 85 დრონი ჩამოაგდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდინცოვოში დაზიანდა ავტომობილი და კერძო სახლი. პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად ხანძრები გაჩნდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. კერძო სახლი დაზიანდა სოფელ მალოე ტოლბინოშიც.

გამოცემა Astra, გამოქვეყნებული ვიდეოებისა და ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ პოდოლსკში თავდასხმა განხორციელდა ნავთობბაზაზე და ის იწვის. გარდა ამისა, ხანძარია დომოდედოვოში მდებარე ინდუსტრიულ კომპლექს „იუჟნიე ვრატას“ საწყობში. დომოდედოვოში დრონი ასევე მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 270 სტატია.

  • გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანსფორმულა
  • უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობიაBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი