მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი
უკრაინული მედია: რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განუცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის მასირებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის სამიზნეების ნაწილი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მეზობელი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაზიანდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი ჩამოვარდნა რუმინეთის ტერიტორიაზე.

„უკრაინის ტერიტორიაზე გადაფრენისას ზოგიერთი დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სავარაუდოდ ქალაქ რენის თავზე იყო დაზიანებული, მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა და გალაცისკენ გაემართა“, - აღნიშნა ნიკუშორ დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მოძრაობის მიმართულების შეცვლა და მისი შემდგომი გამოჩენა რუმინულ ქალაქში კინეტიკური დარტყმის შედეგი იყო. ამასთანავე, დანმა გაუსვა ხაზი იმას, რომ გალაცში მომხდარ ინციდენტსა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელმაც ეს დაბომბვა წამოიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →მედია →საჰაერო →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი