მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“
ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“

ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“

იმედი|imedinews.ge

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“.

საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს.

საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. პავილიონის კურატორი და კომისარია შალვა ხახანაშვილი, ხოლო კურატორი - ნინო მეტრეველი.

„თანამედროვე ხელოვნებაში კონცეფციას, ნაფიქრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვენეციის 61-ე ბიენალესთვის შევარჩიეთ შალვა ხახანაშვილისა და ნინო მეტრეველის კონცეფცია. გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსა და ახალი არგონავტების იდეა, ის თემები, რომლებიც აქ ხელოვანების მიერ არის წარმოდგენილი, სრულად ეხმიანება ბიენალეს თემატიკას. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.

ვენეციის ბიენალე არის საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი თანამედროვე ხელოვნება, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების ახლებურად გადააზრებაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს ეროვნული პავილიონის ღირსეულად წარდგენაში შეიტანა წვლილი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები.

ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს.

ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“ (In Minor Keys).

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართაBM.GE
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი