მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ
Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ

Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის მოკავშირეები ევროპაში სულ უფრო მეტად გამოხატავენ შეშფოთებას ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის შეიარაღების პროგრამით, რადგან ირანთან ომი ამერიკულ მარაგებს ამცირებს. ინფორმაციას Washington Post-ი 10 დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დიპლომატები ამბობენ, ძირითად პრობლემას ირანთან ომით გამოწვეული ამერიკული შეიარაღების მიწოდების დროში გაწელვა წარმოადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელებმა ირანთან ომში მაღალი სიზუსტის იარაღი სწრაფად დახარჯეს.

Washington Post-ის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყების დღიდან ტრამპის ადმინისტრაციას ევროპისთვის იარაღი არ მიუწოდებია. თუმცა, ევროპელი ჩინოვნიკები მეტად შეწუხებულნი არიან იმით, რომ ამერიკული შეიარაღების დეფიციტი, რომელიც მათ მარაგებზე უკვე აისახა, უკრაინაზეც იმოქმედებს.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას PURL პროგრამის მეშვეობით ყიდულობენ. პროგრამა გასული წლის ზაფხულში ნატოსთან ერთად დამტკიცდა. PURL-ის მიზანია უკრაინა უზრუნველყოს ისეთი შეიარაღებით, როგორიცაა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

პროგრამის ამოქმედება ტრამპის პოლიტიკური გამარჯვებაც იყო, რადგან მან პირობა დადო, რომ უკრაინის ომში ფულს აღარ დახარჯავდა.

მაგრამ უკანასკნელ თვეებში ევროპელები პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ, ხოლო ქვეყნების ნაწილი თანხის გამოყოფას არ ჩქარობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ირანის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი