მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა.

,,ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მოგვეცა შესაძლებლობა, გვემსჯელა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში დგას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ამას ადასტურებს სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებელიც - შარშან ორმხრივმა ვაჭრობამ მილიარდ 300 მილიონს მიაღწია. მნიშვნელოვანი საკითხია ტურისტული ნაკადების რაციონალური მართვა. ბაქო-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორი რეისი სრულდება, ხოლო ივნისიდან რეისები ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე.

ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნესფორუმების გამართვა ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის ოთხივე სეზონის მიმართულებები გააცნო.

ზურაბ პატარაძის თქმით, რეგიონი მზად არის აქტიურად უმასპინძლოს ორმხრივ ბიზნესფორუმებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი კავშირების გაღრმავებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ