მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობისა მინისტრი და რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქობულეთს აქვს დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ისე სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„მოგეხსენებათ, ქობულეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი. მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ოთხივე სეზონზე აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებასა და ტურიზმზე, აუცილებელია, ფერხულში მიჰყვეს ინფრასტრუქტურაც. განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება როგორც ადგილობრივი რესურსებით, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვფიქრობ, დღეს განხილული გეგმები სამომავლოდ აისახება ქობულეთის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთის ფიჭვნარში ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და აღნიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება ზრუნვა ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოზე - ულამაზეს სანაპირო ზოლსა და ზღვისპირა ინფრასტრუქტურაზე.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში სამუშაოები დასკვნით ფაზაშია - 600 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ბულვარი. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი ქობულეთის სანაპირო ზოლზე ბულვარის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება კეთილმოწყობილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ მიმზიდველობას. სამუშაოებისთვის 8 335 588 ლარი დაიხარჯა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ