
ზურაბ რურუა: გია ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება არის ამაზრზენი
იმედი|imedinews.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება აფხაზი ტყვეების თითქოს და დახვრეტის შესახებ არის ამაზრზენი.
დეპუტატმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერის აღნიშნული განცხადება არის აგრეთვე მოღალატეობრივი და უპასუხისმგებლო.
„გია ბარამიძის ეს მოღალატეობრივი განცხადება არის ამაზრზენი, რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი და უპასუხისმგებლო ქვეყნის მიმართ. აქ ორი რამეა ხაზგასასმელი, ერთი ის, რომ ეს განცხადება მისი მხრიდან იყო წამოცდენა თუ გამიზნული ბრალდება იყო საქართველოს და პირადად ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ?“, - განაცხადა რურუამ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge