მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა
ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა

ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა

იმედი|imedinews.ge

თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ საპატრიარქოში გამართულ სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

შალამბერიძის თქმით, მიესალმება, რომ მიუხედავად გარკვეული ძალების მხრიდან მცდელობისა, შიდა დაპირისპირება გაეღვივებინათ საპატრიარქოში, დღეს სინოდის სხდომა ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

„ერთადერთი ამ შემთხვევაში რაც შემიძლია ვთქვა, თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა. სინოდს არ აურჩევია პატრიარქი მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი იყო არჩეული. ეს არის პირველი, რასაც ცოცხლად ვადევნებთ თვალყურს. მივესალმები იმას, რომ მიუხედავად მთელი იმ ემოციებისა, თავდასხმებისა, რასაც ჩვენ მთელი ამ 40 დღის განმავლობაში ვისმენდით და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მცდელობა იყო გარკვეული ძალების მხრიდან, რაღაცნაირად აერიათ ეს პროცესი, შიდა დაპირისპირება გაეღვივებინათ საპატრიარქოში, დღეს ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა სინოდის სხდომა.

დარწმუნებული ვარ, შემდგომი სხდომებიც რაც უნდა ჩატარდეს, სადაც საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სინოდის წევრებმა, ასეთივე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად ვნახავთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად.

ფაქტია, გარკვეული ძალებიც, ადამიანებიც, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ისინიც ძალიან ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს. ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ რაიმე დაპირისპირება შესაძლოა ყოფილიყო დღეს სინოდის სხდომაზე, მაგრამ როგორც ძალიან ბევრ პროცესში ეს ადამიანები გააწბილა ქართულმა საზოგადოებამ, ისეთივე გაწბილებულები იქნებიან დღეს სინოდის სხდომის შემდეგ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია - მეუფე შიო 20 ხმა, მეუფეები იობი და გრიგოლი - 7-7 ხმა
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ