ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: კატარელი და პაკისტანელი შუამავლები ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებებს კვლავ გადასცემენ
კატარელი და პაკისტანელი შუამავლები განაგრძობენ ძალისხმევას და ირანსა და აშშ-ს შორის იდეებსა და წინადადებებს გადასცემენ, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თავისი „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„წამოყენებულია იდეები, ვფიქრობ, შესაძლებელია გზების გახსნა. ეს იდეები განიხილება, თუმცა ჩვენი ძირითადი პოზიცია არ შეცვლილა. გვაქვს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტის გახსნა“, - აღნიშნა არაღჩიმ.
