ორიგინალი
რას წერს თურქული მედია ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე?!
კვირის პალიტრა·12:40

რას წერს თურქული მედია ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე?!

27 ნოემბერი, 2026 · 12:40

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაწერეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

"ინტერესნიუსი"

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvirispalitra.ge
  1. მთავარი
  2. კვირის პალიტრა
  3. რას წერს თურქული მედია ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე?!

თემა: ბათუმში

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • იმედი·14:58
    ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
ბათუმშიმომხდარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირის პალიტრა·15:43

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე

„კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით" - ლევან სანიკიძე
კვირის პალიტრა·15:43

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა “წითელი ნუსხით დაცული“ 3 ბუხრინწა გადაარჩინეს
კვირის პალიტრა·15:39

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
კვირის პალიტრა·15:36

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება

როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.