ორიგინალი
ქურმუხის ტაძრის თემა ბოჭორიშვილის ბაქოში შეხვედრების დღის წესრიგში არ ყოფილა
ნეტგაზეთი·09:56

ქურმუხის ტაძრის თემა ბოჭორიშვილის ბაქოში შეხვედრების დღის წესრიგში არ ყოფილა

25 ნოემბერი, 2026 · 09:56

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შორის 24 ნოემბერს გამართული შეხვედრების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებებში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომლოცველებისთვის შესვლის შეზღუდვის საკითხი ნახსენები არ არის. ამასთან, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში აზერბაიჯანელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ტაძარში შესვლის დროებითი შეზღუდვა მომლოცველობის აკრძალვად არ უნდა შეფასდეს.

მაკა ბოჭორიშვილი 24 ნოემბერს ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ უფრო ვრცელ ანგარიშშიც ჩამოთვლილია ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, შუა დერეფანი, ენერგეტიკული პროექტები, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტი. თუმცა ამ განცხადებაშიც ქურმუხის ტაძრის საკითხი ნახსენები არ არის.

24 ნოემბერს მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონულ პროცესებს, მშვიდობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას, ასევე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებს. ამ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც ქურმუხის ტაძარი ნახსენები არ არის.

„ეს არ უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორც რელიგიური მომლოცველობის აკრძალვა“

23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, ქურმუხის ტაძარში მლოცველებისთვის შესვლის შეზღუდვაზე კომენტარი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრმა, „აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ თავმჯდომარემ, არზუხან ალიზადემ მისცა.

მისი თქმით, ტაძარში შესვლის შეზღუდვა ძეგლის დაცვისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. დეპუტატის განმარტებით, ტერიტორიაზე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და რესტავრაციის სახელმწიფო სამსახური არქეოლოგიურ კვლევებსა და საკონსერვაციო სამუშაოებს ატარებს.

„ეს არ უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორც რელიგიური მომლოცველობის აკრძალვა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვიზიტების გაგრძელება წინა წესით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ალიზადემ.

დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართული თემის წარმომადგენლები რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობენ. მან ქურმუხის ტაძარი ძველი კავკასიის ალბანური მემკვიდრეობის ნაწილად და აზერბაიჯანის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშად მოიხსენია. ალიზადე საკითხის გარშემო „ხელოვნური დაძაბულობის შექმნას“ არასწორად მიიჩნევს.

რადიო თავისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროებს, ასევე რელიგიურ გაერთიანებებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს. გამოცემის ცნობით, კულტურის სამინისტრომ თავდაპირველად დაადასტურა, რომ შეკითხვა მიიღო, თუმცა მოგვიანებით ეს შეტყობინება წაშალა. მასალის გამოქვეყნების დროისთვის სამივე უწყების პოზიციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის მონახულება მლოცველებმა ვერ შეძლეს. პოლიციამ მათ ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა „დედოფლისწყაროს ტელევიზიამ“ გაავრცელა. კადრებში ჩანს გზის დასაწყისთან შეკრებილი ადამიანები, რომლებსაც ხელში სანთლები უჭირავთ და პოლიციას შეზღუდვას აპროტესტებენ.

რადიო თავისუფლების ცნობით, ტაძარი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ – 6 მაისსა და 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის დღესასწაულებზე, იხსნებოდა მლოცველებისთვის. ამჯერად გზის ჩაკეტვის მიზეზად არქეოლოგიური გათხრები დასახელდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მაისში ტაძარში ტრადიციული ქურმუხობას დღესასწაული ჩატარდა.

ტაძარში მიმდინარე სამუშაოების გამო საქართველოს საპატრიარქომ ბაქოს ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა. 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქომ შეშფოთება გამოთქვა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო და მოითხოვა, პროცესში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთონ.

25 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს განცხადებას უპასუხა. ბაქომ ისტორიული ჰერეთის სახელის გამოყენება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად შეაფასა და საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

ქართულ მხარეს ქურმუხის ტაძარი ქართული ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლად მიაჩნია, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი მას კავკასიის ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას მიაკუთვნებს.

ქურმუხის ტაძრის საკითხზე სექტემბერში კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. 27 სექტემბერს, საპატრიარქოს განცხადებისა და მის საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო უწყების პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, მან განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის დაძაბულობა არ არსებობს და ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება.

„ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს, აზერბაიჯანის მთავრობასთან ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველა საკითხი განვიხილოთ. ასეთ რეჟიმში, მეგობრულ რეჟიმში განიხილება ყველა საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის“, – განაცხადა მაშინ კობახიძემ.

23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ წირვას დაესწრნენ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ქურმუხის ტაძართან მომლოცველებისთვის გზის ჩაკეტვის ფაქტი ნახსენები არ ყოფილა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: netgazeti.ge
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ქურმუხის ტაძრის თემა ბოჭორიშვილის ბაქოში შეხვედრების დღის წესრიგში არ ყოფილა

თემა: ბოჭორიშვილი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • პუბლიკა·11:59
    ბოჭორიშვილი თბილისში ან მოსკოში მოლაპარაკებებზე: ასეთი არც შემოთავაზებაა, არც გადაწყვეტილება და არც დღის წესრიგში დგას
  • პოსტივი·10:30
    მაკა ბოჭორიშვილი: „შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება“
  • აჭარის ტელევიზია·10:18
    მაკა ბოჭორიშვილი: დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
  • აიპრესი·09:52
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
ბოჭორიშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ნეტგაზეთი·19:10

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი·18:23

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა

ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
ნეტგაზეთი·18:12

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა

ცაგერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა
ნეტგაზეთი·18:11

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ

“რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა” რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებიდან – ინტერვიუ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.