ორიგინალი
არჩილ გორდულაძე: „ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა – რომ “ვარდების რევოლუცია” წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს“
პოსტივი·14:48

არჩილ გორდულაძე: „ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა – რომ “ვარდების რევოლუცია” წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს“

25 ნოემბერი, 2026 · 14:48

„ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა – რომ “ვარდების რევოლუცია”, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ, წახალისებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს დამყარებული და ისევ ისე, სხვის დაკრულზე იმყოფებოდეს ჩვენი საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელსაც, 2012 წლის ჩათვლით, საერთო-სახალხო არჩევნებში ამ რეჟიმის მიმართ 10-ჯერ აქვს უარი ნათქვამი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

“სიმპტომურია “ნაცმოძრაობის” ეს უტიფარი განცხადება, რადგან თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს დანაშაულები გაბათილდა. ეს არის მცდელობა, რომ ისევ და ისევ თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ვითომ მათ ყველაფერი გააკეთეს და ეს არის მათი მხარდამჭერების გულის მოგების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ 18 დღის განმავლობაში საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ისინი ვერცერთ კითხვას ვერ პასუხობენ და ყოველ დღე, ფაქტობრივად, თვითაკრძალვის რეჟიმში იყვნენ, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოსაუბრე ანა წითლიძე, რომელიც ამბობდა, რომ 4 ოქტომბერს ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ მათ დაგეგმილი საქმე, ანუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანეს და შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კიდევ იმავეს გააკეთებს. ამასვე ამბობდა ის სხდომის მიმდინარეობისას. შემდეგ იმის მტკიცება, თუ რამდენად რეალურია მათგან მომავალი საფრთხე, საერთოდ აღარ მოგვემართება ჩვენ, თვითონვე დაადასტურეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა დაამყარონ ისეთივე რეჟიმი, როგორიც 2004-2012 წლებში იყო.

ნიურნბერგის პროცესის დროს და მის შემდეგ, ნაცისტური სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ზუსტად ამავეს ამბობდნენ, – კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ დანაშაულს და ისინი პარტიას არ მიემართებაო. ზუსტად იმავეს იმეორებენ “ნაცმოძრაობისა” და მათი განაყოფების წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სიმპტომურობას, თუ როგორი კავშირი აქვთ “ნაცმოძრაობასა” და ნაცისტურ პარტიას. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, თორემ მიმართება, რომ ადამიანი საერთოდ არ არსებობს, არც ადამიანის ღირსება არსებობს და მისი წამება ჩვეულებრივი, დაშვებული პროცესია… რასაც მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მაგალითად, შავაძის საქმესთან დაკავშირებით – “კარგი იქნებოდა, რომ გაგვესამართლებინაო”, – მაშინ, როდესაც ამ ადამიანის მიმართ არავითარი ბრალიც კი არ არსებობს, რომ მას რაიმე დანაშაული ჩაედინოს. ის აწამეს და დახვრიტეს პირდაპირ ქუჩაში, და ამ საქმეს ის ამართლებდა.

როდესაც ცდილობ, წარსულში ჩადენილ ასეთ უმძიმეს დანაშაულებს არ გაემიჯნო და, პირიქით, ამართლებ კიდეც, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ზუსტად იმავეს გააგრძელებს, იმ სისხლიან კალოს დაატრიალებს, რაც 2004-2012 წლებში ჰქონდათ“, – განაცხადა გორდულაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: postvmedia.ge
  1. მთავარი
  2. პოსტივი
  3. არჩილ გორდულაძე: „ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა – რომ “ვარდების რევოლუცია” წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან. რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოს“

თემა: რუსეთის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • ფორმულა·20:50
    რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • BM.GE·18:39
    ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
  • რუსთავი 2·18:26
    სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
რუსეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პოსტივი·17:08

ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲚᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ ᲔᲕᲐ ᲖᲐᲘᲝᲜᲩᲙᲝᲕᲡᲙᲐ-ᲰᲔᲠᲜᲘᲙᲘ: “ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲘ ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲘᲡ ᲫᲐᲠᲪᲕᲐᲡ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ. ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ 100 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓᲘ ᲔᲕᲠᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲐᲡ ᲒᲔᲒᲛᲐᲕᲔᲜ. ᲛᲮᲐᲠᲘ ᲐᲠᲐᲕᲘᲗᲐᲠ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲣᲭᲘᲠᲝᲗ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲡ”

ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲚᲘ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲐᲠᲘ ᲔᲕᲐ ᲖᲐᲘᲝᲜᲩᲙᲝᲕᲡᲙᲐ-ᲰᲔᲠᲜᲘᲙᲘ: “ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲘ ᲞᲝᲚᲝᲜᲔᲗᲘᲡ ᲫᲐᲠᲪᲕᲐᲡ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ. ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ 100 ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓᲘ ᲔᲕᲠᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲐᲡ ᲒᲔᲒᲛᲐᲕᲔᲜ. ᲛᲮᲐᲠᲘ ᲐᲠᲐᲕᲘᲗᲐᲠ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲣᲭᲘᲠᲝᲗ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲡ”
პოსტივი·16:18

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს სუს-ში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
პოსტივი·16:03

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 80%-ზე მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, 56% კი ტერიტორიულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა
პოსტივი·15:09

არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”

არჩილ გორდულაძე: “ნიშანდობლივია ანა წითლიძის განცხადება, რომ მათ, თურმე, არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში ისე “უპრაგონოდ” შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში”
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.